საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოდის სასულთნოს წამყვანი ავიაკომპანიის, Oman Air-ის შვილობილი კომპანია Salam Air-ი, რომელიც 2018 წლის ივნისიდან განახორციელებს ავიარეისებს კვირაში ოთხი რეისის სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით.

სრულად...

„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა", განაცხადა ბრიტანული კომპანია ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ ჰაუსში  გამართულ შეხვედრაში.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0312 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დაიწყო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ციპი ხოტოველთან გამართა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

სრულად...

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.

სრულად...

თბილისში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულს, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულში სდებს ბრალს.

სრულად...

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი იწყება. საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში უკვე გაემგზავრა. 

სრულად...

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაუთმო უორდროპის დიალოგის გახსნაზე საკუთარი გამოსვლის დიდი ნაწილი გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალან დანკანმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი