„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას საარჩევნო ბიულეტენების ხელმეორედ გადათვლისკენ მოუწოდებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში IV მექანიზებულ ბრიგადას ამჯერად საზოგადოებრივი კოლეჯი „ბარაკონის“ სტუდენტები ესტუმრნენ.
მამა გიორგი არის ისევ იმ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ - ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდიხანს ვისაუბრეთ, აღნიშნული განცხადება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და გამართულ შეხვედრებზე მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დეტალებზე შეთანხმდებიან.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო.
ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის მოსანახულებლად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0111 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ დღეს შეხვედრები ისრაელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა.
ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის მოსანახულებლად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი მივიდა. მასთან ერთად, მამა გიორგი მამალაძესთან ციხეში დეკანოზი რევაზ სიხარულიძე შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.