ოფიციალური პირების და მუშახელის თქმით, ერაყის მთავრობას სამხრეთ მოსულში მდებარე ბანაკებში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1,300 ოჯახის წევრი ჰყავს დაკავებული.

სრულად...

შეიარაღებულმა მამაკაცმა დალასში შვიდი ადამიანი სახლში მოკლა, მოგვიანებით თავად დამნაშავე პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო სროლების დროს დაჭრილი ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში მშვიდობისმყოფელების ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ცვლილებები შევიდეს.

სრულად...

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

სრულად...

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზი გახდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

სრულად...

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა. 

სრულად...

ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე და საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე ისაუბრეს. 

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მწერლის იუბილის აღსანიშნავად დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში მწერლის თანასოფლელები, შთამომავლები და სოფლის ახალგაზრდობა შეიკრიბა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი