საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

სრულად...

მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება.

სრულად...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 14 ივნისს გამართულ ბრიფინგს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი „პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ“.

სრულად...

15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სიტყვით მიმართვისას გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვა.

სრულად...

„სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლაში ყველაზე საინტერესო იყო მცდელობა, „ოცნების“ ლიდერები „ჩაეშვა“ ივანიშვილთან, ანუ ბიძინასთვის ეთქვა: კობახიძე-ღარიბაშვილი შენზე კარგად არ მუშაობენ, მათი ბრალია, რომ ასეთი ცუდი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ჩემზე რომ დაგედო ფსონი, მე ევროპაში უფრო კარგად მოვაკვარახჭინებდი საქმეს“, - ამის შესახებ პროფესორი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

სრულად...

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს, 19 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის
სკოლაში (DIBS) ჰიბრიდული გამოწვევების შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის აღდგენა დასრულდა.

სრულად...

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი