პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიან სამუშაო ვიზიტად ერევანში გაემგზავრა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოუწოდებს აუხსნან მათ აქტივისტებს, რომ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე - 120/30 სისტემით - მოთხოვნა, „ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა“, რადგან „ქართულ ოცნებას“ „მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში“.
GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და მისი ქვეყანა ამ პრინციპით იხელმძღვანელებს ლუგანსკისა და დონეცკის შემთხვევაშიც.
ნაძალადევის რაიონშ იორი სპორტული მოედნის სრულად აღდგა (ზიგზაგის ქუჩა N69, გურამიშვილის გამზირი N33ბ) და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო (საყვირის ქუჩა N2). სამივე მისამართზ ეშესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 000 ლარი დახარჯა.
დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ფესტივალის ფარგლებში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა.
საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
GUARDIAN.GE - ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად წარდგენილი განაცხადის შესახებ, პარასკევს, 17 ივნისს, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რათა საქართველოს მიეცეს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მას შემდეგ გასწევს, რაც მთელი რიგი საკითხები იქნება გადაწყვეტილი.
„დიახაც, საქართველო ევროპაა, ჭორვილელი ოლიგარქი კი პუტინისტური რუსეთის უკანა ნალია! მოგიწოდებთ ყველა პატრიოტს, დატოვეთ „ოცნება“, დატოვეთ რუსეთის უკანა ნალი!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, „ქართული ოცნების“ და მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
ვულოცავთ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ერთ კვირაში საბჭოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდება. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას: ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.