ტრამპის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს სავიზო საკითხთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ გაამჟღავნა ინფორმაცია, კერძოდ საუბარია აშშ-ის ვიზის ზოგიერთი აპლიკანტისთვის ახალი ანკეტის შემოღებაზე, რომელიც ავალდებულებს ვიზის მიმღებთ წარმოადგინონ სოციალურ მედიასთან მათი შემხებლობის და მართვის დეტალები, დეტალური ბიოგრაფიული და სამგზავრო ისტორია.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაზიანებები მიიღო სამმა სამხედრო მოსამსახურემ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები და ფოტოები აჩვენებს, თუ რა შოკისმომგვრელად დაბლა იმყოფებოდა Air Canada-ს თვითმფრინავი, როდესაც ის მაღლა აიწია რათა თავიდან აეცილებინა სან ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში საფრენ ბილიკზე მომლოდინე თვითმფრინავებზე შეჯახება გასულ თვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ბარსელონას ფორვარდმა ნეიმარმა მისი შეძენის წინადადების 222 მილიონი ევრო გადაიხადა. ინფორმაციას BBC ესპანურ კლუბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლა ლიგამ უარი განაცხადა ნეიმარის ადვოკატების მიერ ფეხბურთელის შესყიდვის პირობით გათვალისწინებული 222 მილიონი ევროს გადახდაზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე ნამოსახლარ დიდგორას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით თეთრ სახლში გადაგზავნილ კანონპროექტზე ხელმოწერიდან ერთ დღეში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა რუსეთთან „სახიფათოდ დაბალ“ ნიშნულზეა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
ხობში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში სტარტი აიღო. ტურნირი ბილიარდის ორ სახეობაში „პული“ და „თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 20 მობილიარდე მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.