აფხაზეთში, სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქებისას ორი რუსი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-მდივანმა მიზან ლომიამ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
პროვოკაციების თავიდან აცილების ორი რესურსი არსებობს, ერთი არის შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე - ის გზა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლება დღეიდან სოფელ არცევთან ხნულის გავლებას იწყებს.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლება დღეიდან სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას იწყებს. დე ფაქტო უშიშროების სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სამუშაოები 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
ოლიმპიურ კომიტეტში უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებული 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება და ჯილდოების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ისტორიული პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე, განახლებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, უნიკალური მასალები აღმოაჩინეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მსხალგორში მდებარე არქიტექტურულ კომპლექსზე არქეოლოგებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს.
აშშ-ის წარმომადგენლობით პალატასა და სენატში გამოხატული აბსოლუტური ერთსულოვნების შემდეგ, ოთხშაბათ დილით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დახურულ კარს მიღმა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონზე ხელმოწერიდან მალევე რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სანქციებს „სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „სრული უუნარობა“ აჩვენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.