გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიას“ ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის „შეფასების“ შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიას“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ძმები გია და ლევან ყარამანაშვილები ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია“ და აღნიშნულს „მიზანმიმართულ სიცრუეს“ უწოდებენ.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატების გაცემის საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნის თანახმად, ბოლო წლებში ყოველწლიურად არის გაზრდილი პრემია-დანამტებისთვის განკუთვნილი თანხები
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მექსიკაში ვიზიტისას, შაბათს, განაცხადა, რომ კედლების აღმართვა იმიგრაციის მიერ შექმნილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რითაც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმთავრეს იდეას, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე - რაც ტრამპის აზრით, მექსიკიდან ამერიკაში იმიგრანტების, ნარკოდილერების და სხვა კრიმინალების უკანონო შესვლას ალაგმავს - კრიტიკული დარტყმა მიაყენა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.
საიფ ალ-ისლამ კადაფი, ლიბიის ყოფილი, აწ გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟი, რომელიც მამის შემცვლელად მოიაზრებოდა, ქალაქ ზინტანში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გავრცელებული ცნობით, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულაში ჩავარდნილი 43 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
„ბორჯღალოსნებმა“ კანადის ეროვნული ნაკრები 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულაში 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ნარვანის მცხოვრები, სავარაუდოდ, ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, სურამის მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.