ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია, მისი ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში, აღნიშნული განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ გააკეთა.
არავითარი ინტიმური ვიდეომასალა საქმეში არ არსებობს, მსგავსი არაფერი თქმულა, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა.
ეს არის ინტიმური ვიდეოებით შანტაჟი, ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალის არსებობის შესახებ, პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას ითხოვს.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ტიპის სწავლება 2007 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა.
„ეს კონსტიტუცია არის ბიძინა ივანიშვილის სახლში დაწერილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბეჭედდასმული და „უმრავლესობას“ არ აქვს უბრალოდ უფლება, რამე შეცვალოს“, ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.