ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გამყარდა.
„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“ ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს, რაც, სიმბოლურად, ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ გამოცხადებულ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს ემთხვევა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მივიდა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მისი ოჯახის წევრებს და თეატრალურ საზოგადოებას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიუსამძიმრა.
ჩვენი თეატრების ხელმძღვანელებს ყველაზე მარტივი და ადვილი გზა აქვთ არჩეული - სპეკულაცია ხშირ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე 100%-ით საჭიროებებს ვერ აფინანსებს, აღნიშნული განცხადება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად იგება სოფლების - ორგორისა და სახუდაბელის გზის 3 200-მეტრიან მონაკვეთზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2016 წლის ანაგარიში წარუდგინა. როგორც პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ განუცხადა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.