მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს.
მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა - ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
„ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა შვედ კოლეგასთან, მარგო ვოლსტრომთან გამართა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართული ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაბალ საფეხურზეა და ის უნდა გაუმჯობესდეს. მან თქვა, რომ „ორ მთავარ ბირთვულ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს ეს ურთიერთობები“.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO „უკვე აღარ არის დრომოჭმული“, რითაც მკვეთრად შეცვალა მისი ადრინდელი მოსაზრება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი, რამაც აშშ-ის მოკავშირეები შეაშფოთა.
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.