საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0040 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ.
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), საქართველოში სამუშაო ვიზიტად, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.
„ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის ოთხპუნქტიანი მოთხოვნის კომენტირებისას გააკეთა.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე - „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლაურა კუპერთან ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც ადმინისტრაციული სასაზღვრო პუნქტი და ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულეს.
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. პრეზიდენტები მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ესაუბრნენ და არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.