საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საპატრიარქოში შესვლამდე სასულიერო პირთა ნაწილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებების სჯერა.
შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოში შესვლამდე გააკეთა.
მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით, აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.
წმინდა სინოდი დღეს სხდომას მართავს. უმაღლესი სასულიერო იერარქიის პირები საპატრიარქოში უკვე იკრიბებიან.
ბაკურიანში ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავით, ამავე ჭრილში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.