დუშეთის მუნიციპალიტეტმა, თიანეთისა და კასპის მუნიციპალიტეტებთან ერთად, ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადგილობრივი ინიციატივები ეთიკური და გამჭვირვალე მმართველობისათვის'' გაიმარჯვა.
3-თვიანი პიკეტირების შემდეგ, აუდიტორია 115-მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰამბურგში, თურქეთის საკონსულოს აივნიდან სამშაბათ საღამოს მგზნებარე სიტყვის წარმოთქმისას ბრალი დასდო გერმანიის ხელისუფლებას და პოლიციას თურქი მინისტრების სიტყვების მრავალჯერად დაბლოკვაში, განაცხადა რა, რომ „გერმანია ინარჩუნებს სისტემატურ ანტაგონიზმს თურქეთის წინააღმდეგ“.
მას შემდეგ რაც რამდენიმე გერმანულმა ქალაქმა თურქეთის რეფერენდუმის შესახებ მიტინგების ჩატარების ნებართვა არ გასცა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია ნაცისტური ეპოქის ტაქტიკის აღდგენას ახორციელებს.
„თბილისის მიკროავტობუსის” ცნობით, დედაქალაქში, მიკროავტობუსით გადაადგილების გარკვეულ მარშრუტებზე მგზავრობის საფასური იზრდება.
სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება, „რუსთავი 2"-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
ევროსასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, დღეს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა არ მოუხსნა. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურას მიზეზი, თუ რატომ არ მოხდა გაუთქმელობის პირობის მოხსნა, არ დაუსაბუთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.