იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ანკონასთან ახლომდებარედ ავტომაგისტრალზე გამავალი ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი, რომლებიც ხიდის ჩამოქცევისას მის ქვეშ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე „მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები“.
ევროკავშირის ლიდერებმა პოლონელი დონალდ ტუსკი, პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საპატრიარქოს ტელეკომპანიის თანამშრომლები პატრიარქს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას დატოვების თხოვნით მიმართავენ.
სასამართლომ ოჯახის წევრებზე ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0171 პუნქტით გაუფასურდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან 10 გენერალი გაათავისუფლა, კერძოდ კი საგამოძიებო კომიტეტის და ფედერალური სამსახურის სააღსრულებო სამსახურებიდან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
თბილისის საკრებულოში ე.წ. ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.