პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომლის წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტში იგეგმება.
გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.
პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანების სულის ზეობას, ვინც დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის დაპყრობასა და ოკუპაციას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0131 პუნქტით გამყარდა.
სომხეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. კარენ კარაპეტიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე პრემიერის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მან და ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერიმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინათ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე პატრიარქს და სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.