საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული აქცია, ვანის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო, ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან, საჯარო მოხელეებთან, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მისასვლელი საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
„დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სამსახურების, ა(ა)ი პ-ების და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
GUARDIAN.GE - თურქეთს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უთანხმოებების დიპლომატიური დარეგულირების გზები ამოწურული არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი.
წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.