არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გიორგი პაპუაშვილი იტყუებოდა, - აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟთან დაკავშირებით გააკეთა.
უშბაზე 4 უცხოელი მთამსვლელი დაიღუპა. ე.წ. გაბრიელის მარშუტზე დაკარგულ მთამსვლელებს მაშველები რამდენიმე დღეა ეძებდნენ. მათთნ კავშირი 31 ივლისს გაწყდა.
ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულთ გაესაუბრა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. ბრძანებას ბარციცის დანიშვნის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა.
სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ რუანში ხანძრის შედეგად. BBC-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ბარში დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა.
ტრისტან წითელაშვილის თემა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ სპეციალურად წამოწეული თემაა, - აღნიშნული განცხადება წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება. „სპუტნიკ ასეტიას“ ცნობით, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აკეთებენ.
ქუთაისში, ნიკეას ქ. N21-ში მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში 96 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
ბათუმში სამართალდამცავებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი რამდენიმე სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა. როგორც „როიტერსი“ წერს, ბრაზილიამ, ამაზონის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტყის მფლობელმა, ცერემონია - მსოფლიოს მთავარი მოვლენა, რომელსაც 3 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალყურს - გამოიყენა იმისათვის, რომ მოეწოდებინა, გაუფრთხილდნენ პლანეტას, დათესონ მცენარეები და ხელახლა დაიპყრონ მწვანე მიწა, რომელიც ევროპელებმა 500 წლის წინათ იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.