აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს ცენტრში მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა.
საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები) , 2016 წლის 5 ივლისის 06:00 საათიდან 6 ივლისის 06:00 საათამდე იკეტება სადგურ სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.
ქალაქ მარტვილში, თელი წოწორიას ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 1340 მეტრი გზა დაიგო, ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების პარალელურად, გზის დამხმარე ნაგებობებიც მოეწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს მასშტაბით, ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ვარკეთილის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული Independent-ი წერს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო, რომელიც მთავრობის წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ წარუდგინა.
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფეზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 20 მძევალი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ბანგლადეშის მთავრობაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, აჰმედ ჩატაევის რუსული მხარისთვის დროულად გადაცემის შემთხვევაში, სტამბულის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.