”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
EBRD-იმ საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.
ფრაქცია ”რესპუბლიკელებს” უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურთან დღეს კითხვები ექნებათ. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, კითხვები მათ შორის რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა.
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დროისთვის ცესკო-ში ორი პარტიაა დარეგისტრირებული, ათი კი რეგისტრაციის პროცესშია.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების შედეგები გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი იწყება. პრემიერი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე სუს-ის წლიური ანგარიშით წარსდგება. ამის შემდეგ კი გომელაური კანონმდებლების შეკითხვებს გასცემს პასუხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.