ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს.
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ელ და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით, აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4%) და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში (29,0%).
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც 2002 წლის აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო. პირველი ხეები, ეროვნული სასწავლო ცენტრის დაარსებიდან მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დარგეს.
თურქული მედიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის საელჩო ელჩის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ლევენთ გუმრუქჩუ განმარტავს, რომ საქართველოში თურქეთის ელჩი, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განმარტვას, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა.
თურქეთის ქალაქ ბურსაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი დააკავეს - "როიტერსის" ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფკან ალამ გააკეთა.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 83,4%-ს მართლმადიდებლები შეადგენენ. მუსლიმური სარწმუნოების მატარებელია მოსახლეობის 10,7%, ხოლო სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მიმდევარია 2,9%.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართება. როგორც სუს-ში აცხადებენ, ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
აბაშის მუნიციპალიტეტი აქციაში „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“ ჩაერთო. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, აბაშას მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.