ძალიან მკაფოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა დავით უსუფაშვილისადმი, ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ნორჩი ლენინელები და სტალინელები არ ჰყავს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
”სიცრუითა სიმართლისა დამთრგუნველი” - ეს არის მთლიანად თქვენი სახელი და ლოზუნგი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ”ნაციონალურ მოძრაობას”.
საქართველოს მდგრად დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას ევროპარლამენტის სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადე, - აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა ქართველ კოლეგასთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ეკონომიკის თემა შეაყარე კედელს ცერცვივით არის ჩვენს მთავრობასთან, - აღნიშნული განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
თქვენ ახლად გამოჩეკილ ლანსელოტ მელიას მოვუწოდებ, ცოტა ფრთხილად და ზრდილობიანად იყოს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, მიზანმიმართულ კამპანიას ნუ აყვებიან, რათა ბოტანიკური ბაღის ინტერესი და განვითარების პერსპექტივა არ დაზარალდეს, - აღნიშნული განცხადება თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტუაციის დაძაბვის მცდელობას.
მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისთვისაც, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იურიდიული მრჩეველი იმედა დვალიძე გოგირდის აბანოების წარმომადგენლების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შპს „ნარიყალას“ დირექტორის ნოდარ ტოტოღაშვილის საჯარო გამოსვლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კიმიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი-2”-თან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, რადგან ”რუსთავი-2” კერძო კომპანიაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.