რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტია „საქართველოსთვის“ წევრის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ფაჩულიას განმარტებით, მიმდინარე თვის ბოლოს, თბილისელებს დეკემბერ-იანვარში მიღებული დასუფთავების მომსახურების საფასური ერთიანად დაერიცხათ, რაც უკავშირდება სემეკის გადაწყვეტილებას.
იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ ერთპიროვნული ძალაუფლება, ქმნით კრიზისს და გინდათ, ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რასაც არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის" წევრი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
ლევან დავითაშვილი ჟურნალისტებს - შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ გადმოგეცემათ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში, საიჯარო ვალდებულებებით - აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება
ძალიან ბევრი ახალი ინიციატივა იგეგმება 2022 წელს, იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმება,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6 პროცენტით განისაზღვრა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.
ტყიბულის შახტში აფეთქებას 1 პირი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანი. თავდაპირველად დაშავებულები ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, საიდანაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.