უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა.
"მწვანე პასპორტის" გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება "მწვანე პასპორტი" საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით "მწვანე პასპორტი" სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ.
ტექნიკური შეფერხების გამო, თბილისის მერიის ცხელი ხაზი მობილური ოპერატორებისგან ზარებს დროებით ვერ იღებს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. „ზაისი და კომპანია“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიის მოვალეობა ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობაა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. ნატოელ გენერალს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიგადის გენერალ ჯოზეფ სპიშაკს საბრძოლო მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 85 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 61 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 255 PCR ტესტით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.