საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ ძველით ახალი წელი ადლიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონთან ერთად აღნიშნა.
საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს. "ფრანს 24" -ს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააკეთა.
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. როგორც ნარმანიამ მისი ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა, ლილუაშვილს გააჩნია ყველა ყველა თვისება იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს ახალ თანამდებობაზე მუშაობას.
14 იანვარი საქართველოში სახელმწიფო დროშის დღეა. მისი აღნიშვნა რეგიონებიდან უკვე დაიწყო. დილის 8 საათისთვის სახელწმიფო დროშა აღიმართა ენგურის ხიდთან და ბათუმში იუნკერების მემორიალთან. დროშები აღიმართება ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადებას 12:00 საათზე მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გააკეთებს.
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი შეცვლის. დავით ნარმანიას მიერ ლილუაშვილის წარდგენა მერიაში 11:00 საათზეა დანიშნული.
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზებისგარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებების სერიის შედეგად. BBC -ს ცნობით, აფეთქებები სარინას სავაჭრო ცენტრის გარეთ, საპრეზიდენტო სასახლისა და გაეროს ოფისის სიახლოვეს მოხდა.
ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა აიძულოს რუსეთი გადახედოს თავის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ამის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისტემური დანაშაულის შესახებ საქმეებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.