ოთარ დანელიამ პეკინში სტუმრობისას ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გახსნა, რომელსაც საქართველოს ოფიციალური დელგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტონგუაი ცუ და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელების ასოციაციის პრეზიდენტი იანცაი ვონგი ესწრებოდნენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, აქედან გამომდინარე, ლარის კურის მერყეობა ნორმალური პროცესია, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" რეისით სტამბოლი-თბილისი, ჩამოფრინდა იორდანიის მოქალაქე ს. გ. მ. ალ ქ., რომლის ხელბარგში, დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ფული - 70 000 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დადების დღესასწაული აღინიშნება. ღვთისმშობლის კვართი მუზეუმიდან გადააბრძანეს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა.
როგორც ჩანს, თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან ამ სოციალურად მავნებლური გადაწყვეტილების გამო - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების" შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, სრულად 2016 წელს ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერეს.
სააკაშვილი-ნათელაშვილის ფარული თანამშრომლობის შესახებ, დღეს უკვე ღიად საუბრობს პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, რომლის განცხადებით, შალვა ნათელაშვილმა სააკაშვილის დაფინანსებით ბაზალეთზე 5 მილიონ დოლარად ღირებული სასახლე აიშენა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხორბლით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანის ძარა და რამდენიმე ტონა ხორბალი ცენტრალურ გზაზე დაიფანტა.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.