დღეს დაიწყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული დაჯგუფებების გარდა, მტრად არავის მიიჩნევს და ის არც არავის ურჩევს, რომ რუსეთი მტრად ჩათვალოს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა.
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსი ოლიგარქები, დიდი ქონების მიუხედავად, მაინც 90-იანი წლების ბანდიტებად რჩებიან.
კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეს ბუზინა მოკლეს. “უნიანის” ცნობით, პოლიციამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია.
დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, წუხელ 7 ავტომობილი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. გიგლა ბარამიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ყოფილი და ახალი ხელისუფლების პერიოდის პრემიებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადად, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები მოხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.