პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად არის დაბარებული.
დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებისათვის შეიკრიბა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი გამოსვლა დაიწყო შემდეგი სიტყვებით, – "პუტინი მტერია", – მან, ეს ფრაზა ზედიზედ სამჯერ გაიმეორა!
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კოტეჯების მშენებლობის დროს მითვისებულ 5 მილიონთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ კობა სუბელიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში. სანამ ჩვენ ვართ ქვეყნის სათავეში, ვერ დაბრუნდება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანი მიროტაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
საპატრიარქო ფესტივალ "კაზანტიპის" ღონისძიებას ეხმაურება. ფესტივალ ,,კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც, – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტი დღეს მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესია 11:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა კი 12:00 საათზე დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში დეპუტატების ანაზღაურება არც ისე დაბალია. მისი თქმით, დეპუატატის ხელფასი ყოველთვიურად 3000 ლარზე ცოტა მეტია და ეს ნორმალურიცაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.