არსებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება. მინისტრის თანამდებობაზე სავარაუდოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავით შავლიაშვილის ან კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

სრულად...

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მალხაზ მჭედლიშვილი და გიორგი ახვლედიანი გახდნენ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩიეს. ორივე მათგანი ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. მალხაზ მჭედლიშვილს საკრებულოს სხდომაზე მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ახვლედიანს კი 35-მა, წინააღმდეგი იყო – 2.

სრულად...

ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი "კონტი ჯგუფი" საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას სთხოვს.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი გადაწყვეტილებით, საკადრო ცვლილებები შეეხოთ - სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს.

სრულად...

პრემიერ-მინისიტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო გუნდში ცვლილებებს მომავალშიც არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "მთავრობის გუნდში ცვლილებები შესაძლოა მომავალშიც მოხდეს, იმისათვის რომ სამთავრობო გუნდმა ეფექტურად იმუშაოს", – განაცხადა პრემიერმა.

სრულად...

სიურპრიზი არ იქნება თუ ამ მთავრობის დამტკიცებას პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე კომენტარისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

სრულად...

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა. ქართველი სამხედროების ოთხწლიანი მსახურის შემდეგ, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა საბრძოლო დავალებებს

სრულად...

მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

პარლამენტმა მინისტთა კაბინეტს ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. ამას კონსტიტუცია მთავრობის შემადგენლობაში შვიდი მინისტრის შეცვლის საფუძველზე ითვალისწინებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი