საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა.

სრულად...

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.

სრულად...

„ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ში წერს.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სრულად...

ჩვენ შევხვდით ფოთში ჩვენს საარჩევნო შტაბს, ჩვენს თანამებრძოლებს, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველსავე ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, გვყავს ძალიან ღირსეული ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი კაცი, ბექა ვაჭარაძე, რომელიც გახდება ფოთის მერი და მოემსახურება მუნიციპალიტეტს, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ფოთისთვის და ფოთელებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

სრულად...

ერთი პოლიციელი, რომელიც არის ახალაიას უახლოესი მეგობარი, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ამ ადამიანმა ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე და დატოვა რაღაც, ვითომ, იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა, დაეტოვებინა თანამდებობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით.

სრულად...

ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ეს ადამიანები არ მოვუშვათ ხელისუფლებაში მეორედ და ის უბედურება, რომელიც მათ დააწიეს ქვეყანას, აღარ განმეორდეს, დაწყებული ტერიტორიების დაკარგვით, ოკუპაციით და დამთავრებული ხალხის ჩაგვრით და წამებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში, ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სრულად...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირი 49 წლის გახდებოდა. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ ოზურგეთში გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და ზაზა დამენიას გმირობის ისტორია გაიხსენეს. ოზურგეთის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზმა გრიგოლმა დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი