პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
ჩემი ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას გადაყენება პარტიის თავმჯდომარეობიდან სააკაშვილის მიერ, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
გუშინდელ კადრებზე მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, როგორ შეიძლება, ამ არასერიოზულ კაცს ამის შემდეგ ვიღაცამ კიდევ მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის წევრებთან, ხობში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხობში.
რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას ხობში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 008 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 952 PCR ტესტით.
კახეთში, სოფელ მანავში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.
ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფოს აღიარება და გამარჯვება, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად, მტკიცედ დაიცვეს ჩვენი პოზიციები, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.