„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მტერი, „აგრესიული ათეისტი“, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც „არა უბრალოდ ღმერთის არ სწამს, არამედ აღიზიანებს ის ხალხი, ვისაც ღმერთის სწამს“.
19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით რეკრუტთა საწვრთნელი I ასეულის 140 სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო.
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მის სატელეფონო საუბარს ყოველდღიურად ისმენს და იწერს, თუმცა მას „ძალიან მყარი ნერვები“ აქვს და ამ ქვეყანაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 22 920 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 141 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 779 PCR ტესტით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
„სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან, აღმოსავლეთის სარდალთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის ტერიტორია დაათვალიერა.
ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. დასკვნით წვრთნებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, მისი მოადგილე და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური დაესწრნენ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 32 071 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 485 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 586 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.