Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს. მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა ერთმანეთის მხარდამხარ მიიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით.
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ახალციხეში მარათონი გაიმართა. 5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. გარბენი, სიმბოლურად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელობის ხიდთან დასრულდა.
რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა. ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.
„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში" - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.