(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.
13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა.
დიდებული რამ მოხდა: საქართველოსა და აშშ-ს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.
ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ წერს და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.