საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილ უფროსს, ზაბილ გოჯაევს, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით არის დაკავებული, ბრალდება წარუდგინა.
„რა ჯანდაბად მინდა თქვენი 1 მანდატი ან 10. გითხარით, რომ ან იქნება უმრავლესობა, 80 მაინც, მანდატები, ან კისრები გიტეხიათ სამუდამოდ“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიასთან 9-წლიანი პაუზის შემდეგ სტუმრობისას.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 794 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ კადეტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩაატარა.
ამ ცოტა ხნის წინათ დავდე შეფასება რუსეთში არსებული მდგომარეობისა გლობალური პოლიტიკის კონტექსტში (უფრო სწორად რამდენიმე შეფასება იყო მცირედი შუალედებით).
მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 1 170 742 ლარი.
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზაბილ გოჯაევი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავა.
„2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა თუ რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.