სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ე.ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში,საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა.
2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
ნუ გაახარებთ ბორია ივანაშვილს და მის ბანდიტ მთავრობას, ნუ გაახარებთ მათ, ვისაც ასე სძულს ენმ-ი. პარლამენტში შესვლა არ უნდა იყოს პარტიის დაყოფის და დაქუცმაცების მიზეზი. როგორც არ უნდა უდგებოდეთ ამ საკითხს, დარჩით ენმ-ის ერთგული. ეხლა უაღღესად სერიოზული, გადამწყვეტი დროა. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
(GUARDIAN.GE) - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახალი კოალიციის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის, (ისრაელის პარლამენტის) მემარჯვენე ფრთის წევრებს, დაბლოკონ კოალიცია და არ მისცენ მთავრობის ფორმირების საშუალება.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.