აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, ექვს ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ნაკრძალში სალაშქროდ იყვნენ წასული. მათი კვალი გუშინ დილით დაიკარგა, როცა ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.

სრულად...

ორფოლოს პოლიგონზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

სრულად...

გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავცრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი ჯგუფის დაჭერაზე ფიქრობს და დაპატიმრებები სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით მოხდება.

სრულად...

სანამ დოლარის გლობალურ გამყარება-გაუფასურებაზე და თურქული ლირის შესახებ სულელურ ზღაპრებს მოვისმენდეთ, სჯობია ერთი მარტივი შეკითხვა დავსვათ: როდის ყიდის ეროვნული ბანკი დოლარებს? როცა ლარი უფასურდება, ხომ? როდის ყიდულობს დოლარებს? როცა ლარი მყარდება.

სრულად...

საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook და Instagram ანგარიშები ორი წლით შეაჩერა. მანამდე, მას სამუდამოდ ჰქონდა შეზღუდული წვდომა ორივე სოციალური ქსელის ანგარიშებზე, რაც მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრის კვალდაკვალ პრეზიდენტის განცხადებების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი იყო, მაგრამ გასულ თვეს „ფეისბუქის“ საბჭომ გააკრიტიკა ტრამპის სოციალური ქსელიდან სამუდამო აკრძალვა.

სრულად...

ორფოლოს პოლიგონზე საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2021“ საჩვენებელი წვრთნით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების საინჟინრო ასეულები მონაწილეობდნენ. წვრთნების მთავარ ამოცანას საინჟინრო ქვედანაყოფების მომზადება, ასევე, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების საინჟინრო მხარდაჭერა წარმოადგენდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი