მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ჩვენ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მივესალმები თქვენს ხალხს, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს; ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა; მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენდამი ასეთი თბილი მიღებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს – REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქ. ნინოწმინდის საბავშვო ბაღის საზეიმოდ მოწყობილ ეზოში გამართულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი მონაწილეობდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.