საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრების სწავლება სტრესულ სროლებში შეჯიბრით დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები და სასაჩუქრე დაფა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა, მათ წარმატებები უსურვა და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
დიახ, ჩვენ გვაქვს მესამე ტალღა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ არ გვაქვს მესამე ტალღის სრულმასშტაბიანი ვარიანტი, როგორც არის ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, – განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს და უკრაინის მონაწილეობას.
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორების ორგანიზებით და ნინოწმინდის მერიის ხელმძღვანელი პირების აქტიური მხარდაჭერით დასუფთავების აქცია გაიმართა.
ძალიან მოხარული ვარ, რომ პარტიებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.