პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი დასრულდა. როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში მან სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
22-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა, სადაც ის, თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში.
ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოდ დარჩეს წარსულში, – ამის შესახებ სამი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის, ვიოლა ფონ კრამონისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მოხარული ვარ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ელჩი კელი დეგნანი და ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 122-ე (ბეჩო-ლატალი) კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
განვლილმა 30 წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით მზად და ღირსიც გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო!
პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარუდგინა და უწყებაში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.