ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი. იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
18 აპრილიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ და გაფართოებულ საერთაშორისო აეროპორტში ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ანახლებს. 18 აპრილს, 01:20 საათზე ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული რეისი შესრულდა, ვარშავიდან კი 20:45 საათზე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა მასზე დამატებით პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ.
დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარლ მიშელმა ახალი წინადადება გამოაქვეყნა, რაც მხარეებს გააცნო.
თუ ასე გიყვართ ბიძინა ივანიშვილი, წაიყვანეთ, აირჩიეთ, დანიშნეთ, - ასე მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, ფინალში კი ხუთ მათგანი მოხვდა. კონტინენტის პირველობაზე 90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ლაშა ბექაურს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.