იმერეთში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი ადგილზე გაეცნენ.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის 10 პრაქტიკოსი მასწავლებელი, მათ შორის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი შაქრო ხაჩატურიანი, ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე დარეგისტრირდა.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში გრძნობის დაკარგვა აღენიშნება, იტყობინება BBC მის ადვოკატზე, ვადიმ კობზევზე დაყრდნობით.
საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის ინიციატივით, შპს „აის“-ის ახალქალაქის ჰესი-1 და ახალქალაქის ჰესი-2-ის პროექტის მენეჯერ ლაშა მგელაძესთან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერ ნინო თევდორაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.