საქართველოს ტრანზიტულ ვიზიტად ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დიდა ეწვია. პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვანუატუს რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ედვინ ემბლას მეკრევეს შეხვდა.
ირაკლი კობახიძე, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, აჰმედ ალ მაჰმუდს შეხვდა.
„ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია“, აცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„ქართული ოცნების“ დაპირება, სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, რამაც „ქუჩაში გადასულ სისხლიან გარჩევებამდე“ მიგვიყვანა, „ბიზნესმენთა მკვლელობები კი უფრო გახშირდება“, აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„დღესდღეობით, რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს - იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც დაკავებული იყო ცხინვალში და წამების შედეგად გარდაიცვალა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ბემბანგ სოესატიოს შეხვდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა“ და ასევე მოუწოდა საბჭოს ყველა წევრს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.