ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნა და დღემდე მისთვის თანამდებობის შენარჩუნება საყდრისის აფეთქებას უკავშირდება, რისი განხორციელებისთვისაც გიორგაძემ ერთ „დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა“, რაც მელიას თქმით, 2014 წლის დეკემბერში საყდრისის აფეთქების მიზეზი გახდა.
პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა განხორციელდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ამ ბოლო დროს, ქართველების ერთი ჯგუფი, მასმედიაში და სოცქსელებში აცხადებს, რომ თითქოს, ქართველებს რუსეთის „ისტორიული ვალი გვაქვს-ო“, „ერთმორწმუნე რუსებმა გადაგვარჩინეს-ო“ და ა.შ.! მათ პასუხდ კი, ქართველების მეორე ჯგუფს მოჰყავს სხვადასხვა ფაქტები, - „ერთმორწმუნე რუსეთის ისტორიული ანტიქართული ქმედებებისა“ და ა.შ.!
„ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ცვლილებებს რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტს ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რომ სამართალი აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, მათ შორის, საუბარია მკვლელობაზე, გატაცებებზე და ა.შ", განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დემეტრის სილურისი მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წინადადებით გამოდის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს.
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის USS Oak Hill-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.