ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
დედაქალაქის საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების საშტატო ნუსხები დაამტკიცა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა ევროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი საქართველოში 80%-დან 72%-მდე შემცირდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, მას შენიშვნები ორ ძირითად საკითხთან, რეკლამის თემასა და შესყიდვებთან აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პაატა პავლიაშვილის საქმეზე საუბრისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს, მისი პოზიცია დასაბუთებული იქნება.
„უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარეს“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა 40 კანონს მოაწერა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.