ცენტრლური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბით, „ქართული ოცნება" 53.03%-ით ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თიანეთში არსებული 20 უბნიდან 20-ვე უბნის შედეგების მიხედვით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა 50.01%-ით გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის არსებული შედეგებით, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთსა და მარტვილში, შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურები გაიმართოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ყაზბეგში, სადაც არსებული 10 საარჩევნო უბნიდან 10-ვე უბნის შედეგები დათვლილია, მერის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნება.
ცესკოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით თბილისის 737-ივე უბნის მონაცემები ცნობილია, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძეა გასული. მას ხმების 51.06% აქვს მიღებული, აქედან გამომდინარე დედაქალაქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება არ იქნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, თიანეთში, სადაც არსებული 20 საარჩევნო უბნიდან, 17 უბნის შედეგები ცნობილია, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა ამომრჩეველთა ხმების 54,44 % მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბათუმში, სადაც სულ არსებული 103 საარჩევნო უბნიდან, 102 უბნის შედეგები დათვლილია, ხმათა 55.67% „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფოთში, სადაც არსებული 32 საარჩევნო უბნიდან, 31 უბნის შედეგები ცნობილია, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია იმარჯვებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქუთაისში, სადაც არსებული 124 საარჩევნო უბნიდან 119 უბნის შედეგები დათვლილია, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ 48. 56%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 27.05% მიიღო.
ცესკოს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით (22 ოქტომბრის დილის 10:00 სთ), თბილისის 737 უბნიდან მონაცემები დათვლილია 714+3 უბანში (97.29%), რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძეა გასული. მას ხმების 51.15% აქვს მიღებული;
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.