პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

სრულად...

პროვოკაციების თავიდან აცილების ორი რესურსი არსებობს, ერთი არის შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე - ის გზა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლება დღეიდან სოფელ არცევთან ხნულის გავლებას იწყებს.

სრულად...

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლება დღეიდან სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას იწყებს. დე ფაქტო უშიშროების სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სამუშაოები 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. 

სრულად...

ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩადის. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ ძლიერი უკრაინისთვის ბრძოლა „ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოს გადასარჩენად“ და „ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ქართველი ყოფილი ლიდერები მიდიოდნენ უცხოეთში და დგებოდნენ მტრული სახელმწიფოების სამსახურებში - როგორც სტალინი, როგორც ბევრი სხვა“.

სრულად...

საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი როგორიც შვეიცარიაა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელიც სამშაბათს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა, განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა 2012 წელს მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი“.

სრულად...

„ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით", განაცხადა მაიკ პენსმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი