გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 40 წლის წინ ნასამ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა ,,ჩაკრულო” ,,ვოიაჯერის” მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდებს ბინას, ჩვენ დაგვჭირდება სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის, მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იგი საქართველოში „ძალიან მარტივი გზავნილით“ მოავლინა: „ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!“
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, სადაც მან სიტყვაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. „ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო“.
სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საღამოს 7:00 საათვისთვის დაეშვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის სქართველოში დაგეგმილ ვიზიტს აფასებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
NATO-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2,800-ზე მეტი სამხედრო თბილისში იმყოფება. გზავნილით - ძალა პარტნიორობაშია, საქართველო უკვე მესამედ, მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი 2017“ მასპინძლობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დადებით და უარყოფით მხარეებზე აკეთებს აქცენტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.