საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრატისლავაში 2-4 ივნისს იმართება.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის პოლიტიკურ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე, - ამის შესახებ პარტია „ლელო“-ს განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
რადიკალური ოპოზიციის მიზანი და გათვლა მარტივია: ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა, - აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს, მიკი ლევის შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.