სახელმწიფო, რომელიც მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის აღიქმებოდა ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ბერლინშიც როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განაცხადა.
ჩვენთვის სანატრელი ევროპა, რომელიც სამართლიანობის და კეთილდღეობის მაგალითი იყო, პოლიტიკური გარიგებების, კორუფციის და რუსული ნარატივის არენად იქცა!
ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, ბრალდებები ისევე ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართით ხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გარკვეულ გარემოებათა და ფაქტების თანხვედრა ძალიან არაკეთილსასურველი და საეჭვო წაკითხვისა და ვარაუდების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ევროპარლამენტი საკითხს არ წყვეტს, მისი აზრი მხოლოდ რეკომენდაციაა. მაგრამ ის ასახავს ევროკავშირის ზოგად განწყობას. უკრაინას და მოლდოვას სულაც არა აქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ - ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ მათ შანსი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პროფესორი, სააკაშვილის მთავრობის განათლების მინისტრი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი, დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. „ფეიკის“ მსხვერპლი ევროკავშირის მაღალი რანგის ინსტიტუტი ხდება.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა. ევროპარლამენტი მოუწოდებს „საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო“.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, ხმათა უპრეცედენტო რაოდენობით - 95 მომხრე - მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.